თბილისში, ოქროყანის N21-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ოქროყანის N21-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. საცხოვრებელი სახლი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკვლისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 480 000 ლარია გამოყოფილი.