სამგორის რაიონის გამგეობა გახოკიძის ქუჩაზე გზების მოასფალტების სამუშაოებს ასრულებს
სამგორის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, ვარკეთილში, სხვადასხვა მისამართზე ქუჩების მოასფალტების სამუშაოებს ახორციელებს.
ამ ეტაპზე სამგორის გამგეობა გზების მოასფალტების სამუშაოებს გახოკიძის ქუჩაზე, N50-ა კორპუსის მიმდებარედ ასრულებს.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1 000 კვ.მ ფართობი მოასფალტდა და მოეწყო სავალი ბილიკები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 750 ლარი გამოიყო.
ასევე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის მე-2 მიკრო რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, N54 კორპუსის მიმდებარედ.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგება, დაახლოებით, 1 800 კვ. მ ფართობზე იგეგმება, რისთვისაც სამგორის რაიონის გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 95 190 ლარი შეადგინა.
საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე.