ვაკეში შატბერაშვილის ქუჩის ბოლოს გზის საფარი ეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შატბერაშვილის ქუჩის ბოლოს, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარი ეწყობა. სამუშაოების შედეგად 900 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე გზის საფუძველი აღდგება და ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, გზის რეაბილიტაცია ღოღობერიძის შესახვევშიც ხორციელდება. დაახლოებით, 800 კვ. მ ფართობის განახლებისთვის 37 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები