ისნის რაიონის გამგეობამ წულუკიძის მე-3 შესახვევში გზა გააფართოვა
ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, წულუკიძის მე-3 შესახვევში, N6 კორპუსის მიმდებარედ გზა გააფართოვა და ორმხრივი საფეხმავლო ბილიკები მოაწყო. ასევე, 850 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
რაიონის გამგეობის ცნობთ, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება. პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 51 000 ლარით დაფინანსდა.
მიმდინარე პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე მაჟორიტარ დეპუტატ ლევან დავითაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.