დიდ დიღომში ექვთიმე ხელაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

დიდ დიღომში ექვთიმე ხელაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
ამ დროისთვის, ასფლატის საფარის მეორე ფენა იგება. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტის გზაზე უწევდა გადაადგილება, ახლა კი, N186 საჯარო სკოლასთან მისასველი გზა სრულად მოწესრიგდება.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები