დიდუბის რაიონის გამგეობა საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოებს აწარმოებს
დიდუბის რაიონის გამგეობა საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს. სამუშაოები, ამ ეტაპზე, როგორც დიდუბეში, ასევე დიღმის მასივში მიმდინარეობს.
გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ რამდენიმე მისამართზე უკვე დარგო 250 ძირი სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი მცენარე.
გამწვანების აქციის ფარგლებში, ირგვება 4-მეტრიანი ფოთლოვანი მცენარეები: ამბრის ხე, წითელი მუხა, ცაცხვი, მსხვილფოთლოვანი ნეკერჩხალი და ირმის რქა.
აღნიშნული ხეების რგვასა და მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საქართველოს ნერგები“ ახორციელებს.