კარლ ჰარცელი: პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიები მიმდინარეობს, ველოდები, რამდენად შეძლებენ მხარეები აუცილებელ კომპრომისებთან დაკავშირებით შეჯერებას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიები მიმდინარეობს და ელოდება, რამდენად შეძლებენ მხარეები აუცილებელ კომპრომისებთან დაკავშირებით შეჯერებას.

„იმ პოზიციაში არ ვარ, რომ განვსაჯო, თუ როგორაა საქმეები, თუმცა, პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიები მიმდინარეობს და განხილვები კვლავ იმართება დღეს. ველოდები, რამდენად შეძლებენ მხარეები აუცილებელ კომპრომისებთან დაკავშირებით შეჯერებას, ვიმედოვნებ, ერთობლივად, რათა წინ წაიწიონ ამ მნიშვნელოვან შეთანხმებაში, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებით ვიცნობთ”, – განაცხადა ელჩმა

რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტებს, ჰარცელის თქმით, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ განაგრძოს დისკუსიები, თუ რა ტიპის ამნისტიის შესახებ კანონის ნახვა სურთ.

,,მნიშვნელოვანი იქნება, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ განაგრძოს დისკუსიები, თუ რა ტიპის ამნისტიის შესახებ კანონის ნახვა სურთ. ჩემთვის ნაადრევია იმის თქმა, თუ რაზე შეჯერდებიან. ამ კანონებს შორის არსებობს მსგავსებები და განსხვავებები“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები