გიორგი დოხტურიშვილმა გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი დოხტურიშვილმა დედაქალაქის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.

აქციის ფარგლებში, „საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობზე ათი ათასზე მეტი ნერგი დაირგვება.

გამწვანების სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

„დედაქალაქში გამწვანების ღონისძიებების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, ეს ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გამწვანების მიმართულებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტი 73 მილიონამდე გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უდაოდ უწყობს ხელს. აღნიშნული გამწვანების აქცია საკმაოდ დიდ ფართობს 6.6 ჰექტარს მოიცავს, სადაც  არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის სხვადასხვა სახეობის ხე დაირგვება და ჩვენი ქალაქის ეკოსისტემას შეემატება“,- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მწვანე ნარგავების დარგვის პარალელურად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა სარწყავი სისტემა და  ნოყიერი მიწის შეტანის სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, იგეგმება ტერიტორიის შემოღობვა.

გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები