ამირან გამყრელიძე: სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება

“ჯერჯერობით, სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის განწყობის გათვალისწინება.

„გარკვეულ შემსუბუქებებს რამდენიმე ფაქტორს ვუკავშირებთ. როგორც ჩვენი მონაცემებით, ისე ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს. გარკვეულად, დაღმავალ ფერდზე გავდივართ. მეორე, საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, მით უმეტეს, მაისში, როცა უკვე სერიოზულად დათბა. ამიტომ, აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. ჯერჯერობით, სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გათვალისწინება მოსახლეობის განწყობის. ამიტომ, ოქროს შუალედი მოიძებნა, შემცირდა გადაადგილებაზე შეზღუდვის ხანგრძლივობა. ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია იყო, რომ მეტად გამკაცრდეს კონტროლი, მონიტორინგი აღსრულებაზე. ასევე, გამკაცრდეს მონიტორინგი იმ რეკომენდაციებზე, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. ასევე, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები