ამირან გამყრელიძე: ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა

“ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ახლა გავდივართ პიკს. გარკვეულწილად, ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები