ვაკის რაიონის გამგებელმა ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებთან ტროტუარის მოწყობის დეტალები განიხილა
ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობასთან ტროტუარის მოწყობის დეტალები განიხილეს.
აღნიშნული პროექტი ვაკის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელდება. გამგეობის ცნობით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ქუჩის გაცალმხრივება უზრუნველყო.