სამგორის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია იგეგმება

სამგორის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.

რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში N6 და N9 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ასევე, ზემო პლატოს N41 კორპუსის წინ მდებარე სკვერების კაპიტალურ რეაბილიტაციას იგეგმება.

ზემო პლატოს N12 კორპუსის წინ სკვერის მოწყობა უკვე დაიგეგმა.

სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები,~ სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები