ნაძალადევის რაიონში სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები გრძელდება

ნაძალადევის რაიონში სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები გრძელდება.

რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე ბალახის გათიბვა-დასუფთავება, მწვანე ნარგავების მორწყვა, შემობარვა-გაფხვიერება, ორგანული სასუქის შეტანა და გამწვანების სხვა სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, რეკრეაციულ ზონებში ბალახი რამდენჯერმე გაითიბება. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა მიმდინარე წელს 136 899 ლარს დახარჯავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები