“რთულია ვითარება ისრაელში, მიმართულნი ვართ იმისკენ, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, დიალოგი ერთადერთი გამოსავალია.
„მეტად რთულია ვითარება, პრეზიდენტ ბაიდენსა და ადმინისტრაციის წამყვან წევრებს ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია. ჩვენ მიმართულები ვართ იმისკენ, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია. როგორც მოგეხსენებათ, დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი და ჩვენ ამას მოვუწოდებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.