თბილისის მერმა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს 13 მაისი მიულოცა

1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა.

13 მაისი თბილისის მერმა, კახა კალაძემ „დინამოელებსა“ და ქართველ გულშემატკივრებს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიულოცა.

კახა კალაძის განცხადებით, 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული გამარჯვება საქართველოსთვის დიდი წარმატება იყო.

„მე კიდევ ერთხელ მინდა, „დინამოელებს“, ქართველ გულშემატკივარს, ბიჭებს, ამ თაობას, ყველას, ვინც 1981 წლის 13 მაისმა გაახარა, მივულოცო ეს დღე. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მათ.  ისინი ჩემი უფროსი მეგობრები არიან და ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის „დინამომ“ შეძლო თასების მფლობელთა თასზე ფინალში გამარჯვება.  რა თქმა უნდა, თბილისის „დინამო“ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა ამ მიმართულებით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბიჭებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები