რა გააკეთა მერიამ დაპირებული 7 მიმართულებით – კახა კალაძე საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის იმ 7 მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც თბილისის მერიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მოსახლეობას 2017 წელს ადგილობრივი არჩევნებისას წარუდგინა.

როგორც მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეს მიმართულებებია: ურბანული პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალაზრდობის პოლიტიკა, ეკონომიკის პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.

„მინდა, 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარვუდგინო ერთგვარი ანგარიში, თუ რა გაკეთდა იმ 7 მიმართულებით, რომელიც ჩვენ 2017 წელს წარვადგინეთ. თითო კვირას დავუთმობთ თითო პოლიტიკას და წინასწარ მივაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას, თუ რომელ მიმართულებაზე გვექნება საუბარი. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით, მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია საზოგადოებისთვის და ეს დამოკიდებულება გვექნება ყოველთვის თბილისის მოსახლეობის მიმართ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები