სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე, მასწავლებლებს სავალდებულო ტესტირება უტარდებათ
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით Covid-19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება გრძელდება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირება თბილისის N11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა. როგორც PCR, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტით კოვიდინფექციაზე შემოწმდა თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის, მასწავლებლები, მანდატურები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მე-11 სკოლაში ტესტირების პროცესი თბილისის „ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ უკვე მეშვიდედ ჩატარდა და ადგილზე ვირუსის გამოვლენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც სკოლის მიერ კოვიდინფექციის შიდა გავრცელების პრევენციისთვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.