თბილისში, ტუსკიას N14-ის მიმდებარედ საყრდენი კედელი და საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო
საბურთალოს გამგეობამ, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტუსკიას ქუჩის N14-ის მიმდებარედ, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი და საერთო სარგებლობის რკინა-ბეტონის კიბე მოაწყო.
გამგეობის ცნობით, ბიუჯეტიდან პროექტი 50 000 ლარით დაფინანსდა.