13 მაისიდან ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამუშავდება, ხოლო კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზე შეზღუდვა ძალაში რჩება

თბილისის მერიის განცხადებით, 13 მაისიდან დედაქალაქში მუშაობას განაახლებს ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელ საბაგირო გზა, რომელიც მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება. შეზღუდვა ძალაში რჩება კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზე.

აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება და დედაქალაქში მუშაობას განაახლებს როგორც მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე მიკროავტობუსები.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას ითვალისწინებს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები