თბილისში, თამარაშვილის N8-სთან მისასვლელი გზის საფარის აღდგენა სრულდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თამარაშვილის N8-სთან მისასვლელი დაზიანებული გზის საფარის აღდგენის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის ასფალტის მეორე ფენა იგება. მანამდე კი, ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდა.
საგზაო პროექტის შედეგად, 2 700-მდე კვ. მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდა, რაზეც ბიუჯეტიდან 197 000 ლარია გამოყოფილი.
საგზაო პროექტს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.
გზის აღდგენის გარდა, უახლოეს მომავალში თამარაშვილის N8-ში მდებარე კორპუსის გადახურვის რეაბილიტაციის სამუშაო დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები