ამირან გამყრელიძე: საქართველოში აცრის შემდეგ ინფიცირების 300-მდე შემთხვევა თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

,,საქართველოში 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აცრის შემდეგ ადამიანი დაინფიცირდა. აღნიშნულ შემთხვევებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები სწავლობენ, თუმცა, თითქმის ყველასთან ეს ინფექცია წავიდა საკმაოდ მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უსიმპტომოდ,” – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები