თბილისში, სარაჯიშვილის N51-N53-ის მიმდებარედ ბეტონის გზა მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, სარაჯიშვილის N51-N53-ის მიმდებარედ, 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბეტონის გზა მოეწყო.
სამუშაოებისთვის, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბი ემ სიმ“ განახორციელა, 20 900 ლარამდე დაიხარჯა.