პირველი დაგეროტიპიდან „Instagram-ზე“ პირველ ფოტომდე – „ყველაზე პირველი“ ფოტოები მსოფლიოში
ტერმინი „ფოტოგრაფია“ XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, მაგრამ ხელოვნების ამ დარგის ისტორიას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. კამერა – ობსკურა მოხსენიებულია ჯერ კიდევ არისტოტელეს ნამუშევრებში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში. მაგრამ, აქტიური ფოტოგრაფია მხოლოდ ორი საუკუნის წინ განვითარდა, როდესაც ჰელიოგრაფია შეიქმნა, შემდეგ კი, დაგეროტოპია.
ტექნოლოგიების განვითარება სწრაფად ხდებოდა და თანდათან სხვადასხვა ტიპის ფოტოების პირველად გადაღებაც აქტიურად დაიწყო.
1. ყველაზე ძველი ფოტო
ყველაზე პირველი ფოტო (შენახულებიდან) ფრანგმა ჯოზეფ ნისეფორ ნიეპსონმა გადაიღო, რომელმაც ჰელიოგრაფია შექმნა, 1826 ან 1827 წელს. მასზე გამოსახულია ხედი ნიუპსონის სახლიდან ბურგუნდიაში. ეს ფოტო ტეხასის უნივერსიტეტში ინახება.
2. პირველი დაგეროტიპი
„მხატვრის სახელოსნო“, 1837 წელი. ეს პირველი წარმატებული კადრი ლუი დაგერს ეკუთვნის, რომელმაც დაგეროტოპიის პროცესი შექმნა. ეს ფოტო წარდგენილი იყო პარიზის მეცნიერთა აკადემიის სხდომაზე, როდესაც გამოგონების შესახებ გამოაცხადეს.
3. ადამიანების პირველი ფოტო
1839 წელს პარიზს შენობის სახურავიდან ტამპლიეს ბულვარში იღებდა. იგი ათი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა. კადრში ორი ადამიანი მოხვდა. მათი სილუეტების გარჩევა მარცხენა ქვედა კუთხეშია შესაძლებელი.
4. ყველაზე ძველი „სელფი“
მსოფლიოში პირველ „სელფად“ ითვლება რობერტ კორნელიუსის ფოტო, რომელიც მან ფილადელფიაში 1839 წელს გადაიღო. ამერიკელმა გაუმჯობესებული დაგეროტიპიური პლასტინა გამოიყენა, რამაც ფოტოს გადაღების დრო შეამცირა. მას მხოლოდ 5 წუთი მოუწია გაუნძრევლად დგომა.
5.მთვარის პირველი ფოტო
დაგეროტიპი, 1840 წელი. გადაღებულია ამერიკელი ჯონ დრეიპერის მიერ ნიუ-იორკის ობსერვატორიაში. კადრი დროთა განმავლობაში დაზიანდა.
6.მზის პირველი ფოტო
მთვარის გადაღებიდან ხუთ წელიწადში ფოტოზე მზეც აღიბეჭდა. ეს ფრანგმა ფიზიკოსებმა: ლუი ფიზომ და ლეონ ფუკიმ გააკეთეს. მათ მზის ლაქების დაფიქსირებაც კი შეძლეს.
7. ყველაზე ძველი აეროფოტო
სამწუხაროდ, კადრი, რომელიც ფრანგმა ფოტოგრაფმა, გასპარ ტურნაშონმა საჰაერო ბუშტიდან გადაიღო, არ შეინახა. ზუსტად ის ითვლებოდა ჰაერიდან გადაღებულ პირველ ფოტოდ, მაგრამ ჩვენამდე მოვიდა ბოსტონის გამოსახულება 600 მეტრის სიმაღლიდან, რომელიც ჯეიმს ბლეკმა 1860 წელს გადაიღო.
8. ტორნადოს პირველი ფოტო
1884 წლის აპრილში მოყვარულმა ფოტოგრაფმა კანზასიდან ალენ ადამსმა ფოტო გადაუღო ტორნადოს, რომელმაც მის სოფელს ჩაუარა. სრულიად გაუცნობიერებლად ადამსმა ფოტოგრაფიის დარგს ჩაუყარა საფუძველი რომელსაც „ქარიშხლებზე მონადირე“ ეწოდა.
9. მთვარიდან გადაღებული დედამიწის პირველი ფოტო
1966 წლის ზაფხულში ამერიკული წარმოების საარბიტო მფრინავმა აპარატმა, რომელიც მთვარეს უვლიდა გარშემო, დედამიწას პირველი ფოტო გადაუღო.
10. პირველი ფერადი ფოტო
„ტარტანის ლენტი“,- ფერადი შოტლანდიური ლენტით დამზადებული ბაფთის ფოტო. 1861 წლის მაისში ბრიტანელმა ტომას სატონმა მიიღო სამფერიანი გამოსახულება.
11. პირველი ფერადი წყალქვეშა ფოტო
1926 წელს National Geographic-ის ფოტოგრაფმა, ჩარლზ მარტინმა და ბოტანიკოსმა, უილიამ ლონგლიმ კამერა წყალგაუმტარ გარსში მოათავსეს, შეიარაღდნენ მანგანუმის მაშუქით და ფოტოგრაფიის ისტორიაში პირველი წყალქვეშა ფოტო გადაიღეს.
12. ყველაზე ძველი ციფრული ფოტო
პირველი ციფრული ფოტო იმაზე ადრეა გადაღებული, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. 1957 წელს ამერიკელმა რაშელ კირშმა საკუთარი შვილის ფოტო დაასკანერა. ზუსტად ამ ადამიანმა გამოიგონა სკანერიც.
13. „ინსტაგრამის“ პირველი პოსტი
Instagram-ის დამაარსებელმა, კევინ სისტრომ თავისი ძაღლის ფოტო 2010 წლის 16 ივლისს ატვირთა. ზუსტად რომ ვთქვათ, ეს Instagram-ი კი არა, Codename იყო, რომელმა სამი თვის შემდეგ ყვალასათვის ცნობილი დასახელება მიიღო.