გლდანში ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია 16 მისამართზე მიმდინარეობს

გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.

ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია 16 მისამართზე მიმდინარეობს, რვა ლოკაციაზე კი, დასრულებულია. მათ შორისაა, გმირი კურსანტების III შესახვევის N2 კორპუსი და გლდანის მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსი.

რაიონის მასშტაბით, ამჟამად, ექვსი ლიფტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რვა მისამართზე კი, უკვე დასრულდა.

რვა კორპუსში ამორტიზებული წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, ექვს მისამართზე კი, ახლა მიმდინარეობს.

სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია სამ მისამართზე, სადარბაზოს მეტალის კარის მოწყობა, კიბეების რეაბილიტაცია და სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის სამუშაოები, ჯამში, 21 მისამართზე ხორციელდება.

სამუშაოები გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% – 10 % -ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები