„გუგული“- რუსი ოფიცრების სასტიკი თამაში, სადაც დამარცხება სიკვდილს ნიშნავს
მთელი იმპერიის მასშტაბით, რუსი ოფიცრების გართობას ერთი თამაში ემსახურებოდა – „გუგული“. ამ უწყინარმა სახელმა არ უნდა დაგაბნიოთ. თამაშში დამარცხება სიკვდილს ნიშნავს. დაბინდებისას, რევოლვერებისა და პატრონების მომარაგების შემდეგ, ათობით ოფიცერი სარდაფში, საჯინიბოსა თუ სხვა ფართო ოთახში იკეტებოდა. სრულ სიბნელეში მოთამაშეები ოთახის სხვადასხვა კუთხეში დგებოდნენ. სამარისებურ სიჩუმეში მხოლოდ რევოლვერის ხმა ისმოდა…
„კენჭისყრით, ერთ-ერთი თავად გუგულია. გაიშლებიან ოთახში, სამარისებურ სიჩუმეში, სუნთქვის ხმაც კი არ ისმის. აი, ახლა კი გუგული იტყვის: „კუ-კუ“… დანარჩენები კი მის ხმაზე ისვრიან… ერთი მეორეს მიყოლებით … ტყვიები კედლებს ეხეთქება… და ისევ დგება სიჩუმე, ისეთი, რომ გულის ცემა გესმის. ეს ძალიან აზარტული იყო. ისვრი, ისვრი… უსმენ, დავარდა თუ არა ვინმე და კვლავ ისვრი გუგულის დაძახებაზე. გავიწყდება, რომ ეს შენივე ძმა ყვირის. მხოლოდ იმას ფიქრობ, რომ შენ „მოხსნი“ გუგულს ხიდან. ხანდახან რიგრიგობით ხდება ყველა გუგული და თანაც, ადგილიდან ადგილზე გადაირბენენ“,- იხსნებდა დიმიტრი ლოგოფეტი, რუსული არმიის გენერალი, სამხედრო პუბლიცისტი და მწერალი.
ცხადია, რომ ზოგიერთისთვის თამაში ტრაგედიად იქცეოდა და მაინც, დიმიტრი ლოგოფეტის თქმით, ეს თამაში ჯარისკაცს წვრთნიდა და შემდეგ ის ომის ველზე ყველაზე საუკეთესო იყო.