ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. იუნკერებს გამოცემა – „სამხედრო სამინისტროს სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმები (1919 წლის ივნისი-1920 წლის აპრილი)“ ავტორმა წარუდგინა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე იუნკერებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ქართული ჯარის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. მან მომავალი ოფიცრების კითხვებსაც უპასუხა და წიგნები საჩუქრად გადასცა. წიგნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტამბაში, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით დაიბეჭდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები