სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ხეივნისთვის ნიკო გომელაურის სახელის მინიჭებაზე იმსჯელა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასა და თავისუფალი თეატრის სახატვრო ხელმძღვანელ ავთო ვარსიმაშვილთან ერთად, თავისუფლების მოედნის მეტროსა და თავისუფალი თეატრის მიმდებარედ არსებული ხეივნისთვის ნიკო გომელაურის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს, საზოგადოებრივი სივრცე დაათვალიერეს და მისი თემატური მოწყობისა და რეაბილიტაციის პერსპექტივები განიხილეს.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, კომისია საკითხის განხილვას დღესვე დაიწყებს, პროექტის დასრულების შემდეგ კი ქალაქში თანამედროვე, შემოქმედებითი და კრეატიული საზოგადოებრივი სივრცე გაჩნდება, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მნახველი ეყოლება.

ანდრია ბასილაიამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მის განსახორციელებლად თბილისის მერიის მზაობაც აღნიშნა.

ნიკო გომელაურის სახელობის ხეივნის სახელდების, მისი რეაბილიტაციისა და შემდგომი მოვლა-პატრონობის საკითხში აქტიურ მონაწილეობას  თავისუფალი თეატრი და მისი შემოქმედებითი ჯგუფი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები