ლევან დავითაშვილმა ეკლესიებს სააღდგომო ნობათი გადასცა
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან დავითაშვილმა დამდეგ დღესასწაულთან დაკავშირებით ვაზისუბანში, აგრეთვე, მე-8 ლეგიონში მდებარე ტაძრებს სააღდგომო ნობათი გადასცა.
„აღდგომა ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი იმედი და სიხარული მოაქვს. ყველას გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და დიდ სიხარულს. ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.