მთაწმინდის რაიონში, შენგელიას N16-18-ში რკინა-ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. არსებული რელიეფიდან გამომდინარე, რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, შენგელიას N16-18-ში რკინა-ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 119 000 ლარია გამოყოფილი.