ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა, ასევე,ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან თანამშრომლობა უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა და არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი

“თავდაცვის ძალების წარმატებული განვითარება წარმოუდგენელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს”, – ამის შესახებსაქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა, ასევე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა და არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი.

„ეს პარტნიორობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, თავდაცვის ძალების ინსტიტუციური აღმშენებლობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. მე მინდა, მივესალმო ბატონ მარშალს, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯომარეს, რომელიც ჩვენთან ერთად ესწრება თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს და მადლობა გადავუხადო მას მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები