პარლამენტში დღეს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავისი უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, ვაქცინაციის პროცესი და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა – ეს ის მთავარი საკითხები იქნება, რაზეც ჯანდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრებს.

სხდომაზე დასწრებას არ აპირებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის უმრავლესობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები