რევაზ სოხაძე თბილისის საკრებულოს სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ გაძლიერების ინიციატივით გამოვიდა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე საკრებულოს სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ წახალისების და მხარდაჭერის ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, თბილისში უამრავი ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდა, რომლებსაც მოვლა ესაჭიროება.
„თბილისში უამრავი ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდა. მნიშვნელოვანია ამ სივრცეების დასუფთავების პრობლემა, რომელიც ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა თავს იჩენს. ჩემი აზრით, „თბილსერვის ჯგუფს“ მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. კარგი იქნება ამ სამსახურის დახმარება ყველა მიმართულებით, როგორც კადრების დამატების, ასევე ხელფასების წახალისების კუთხით.
ამ სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი ქალაქის ყოველდღიურ იერსახეზე. აუცილებელია დასუფთავების სამსახურს რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გაეწიოს ჩვენი მხრიდან“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები