ისნის რაიონში გამწვანების აქცია მოეწყო
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან დავითაშვილმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესა და ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.
გამწვანების აქცია ისნის რაიონში მდებარე N 182 და N 121 ბაგა-ბაღების ტერიტორიაზე მოეწყო.
„ჩვენი მიზანი ქალაქის ეტაპობრივი გამწვანება, ეკოსისტემის დაცვა და გაუმჯობესებაა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობას უსაფრთხო და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ. დღევანდელი აქციის მიზანი სწორედ ეს არის – მეტი სუფთა ჰაერი ქალაქს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.