იოსებ გრიშაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, ბექა მიქაუტაძე ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმს ესტუმრა
იოსებ გრიშაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმს ესტუმრა.
კრწანისის გამგებელმა მუზეუმის ექსპოზიცია იოსებ გრიშაშვილის მიერ შემონახული უნიკალური ბიბლიოთეკის საცავი დაათვალიერა, სადაც ის ექსპონატი–წიგნები ინახება, რომელთა მფლობელნი თავის დროზე ყოფილან ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, ვაჟა–ფშაველა, შიო მღვიმელი, შიო არაგვისპირელი და სხვანი.
ბექა მიქაუტაძეს მუზეუმის დირექტორთან, ნოდარ გრიგოლაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა.
23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონის გამგეობამ იოსებ გრიშაშვილის წიგნი „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“ საჩუქრად რაიონის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, იოსებ გრიშაშვილის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კრწანისის გამგეობის შუამდგომლობით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გრიშაშვილის ქუჩაზე მოწყობილ სკვერს, იოსებ გრიშაშვილის სახელი მიანიჭა.