კავკასიის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ირმის რქისა და ტყემლის ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო
ჩუღურეთის რაიონში საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ირმის რქისა და ტყემლის ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო.
ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის დეპუტატმა, რიმა ბერაძემ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მიიღეს მონაწილეობა.
ჩუღურეთში 2021 წლის საგაზაფხულო რგვები დასრულებულია. აქციის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.