ნინო რუხაძემ PLATFORMA/CEMR-ის ვებინარში მიიღო მონაწილეობა
თბილისის საკრებულოს წევრმა, ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ევროპული საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო რუხაძემ PLATFORMA/CEMR-ის ვებინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაეროს, ევროკავშირის ინსტიტუციებისა და ევროპული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა კლიმატური ცვლილებების ის გამოწვევები და სტრატეგიები განიხილეს, რომელთა გამოყენებაც ამ ცვლილებებისადმი მუნიციპალიტეტებისა და მოსახლეობის ადაპტაციის კუთხით იქნება შესაძლებელი.
ნინო რუხაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს ის ინფრატრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები გააცნო, რომლებიც დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესამსუბუქებლად ხორციელდება.
კერძოდ, მის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი განახლებული ჭავჭავაძის გამზირის კონცეფციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისების სტრატეგიას დაეთმო.