კრწანისის რაიონში, ხანძთელის ქუჩაზე მწვავედ ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშოები მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში ხანძთელის ქუჩაზე მწვავედ ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშოები აქტიურ ფაზაშია.

ამ ეტაპზე ძველი სახურავი ახლით უკვე გამოიცვალა, სრულდება სარდაფში მიწის სამუშაოები, საძირკვლის რკინა-ბეტონით გამაგრება  და პარალელურად მიმდინარეობს მთლიანი ფასადის, ეზოს, აივნებისა და კიბისა რეაბილიტაცია.

აღნიშნული სახლი, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობდა, ხანძრის შედეგად დაიწვა და გამგეობამ მისი სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო.

კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნული კაპიტალური გამაგრებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 263 102 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები