მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რამდენიმე მისამართზე დაასრულა
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რამდენიმე მისამართზე დაასრულა. ამჯერად, სამუშაოები არსენას2N8-ში, მაჭავარიანის N1-სა და წავკისის ველის დასახლებაში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, შიდაკვარტლურ ეზოებში ამორტიზებული ასფალტის საფარი ახლით შეიცვალა და მოეწყო ბორდიური.
სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.