დიდუბის რაიონში საცხოვრებელი შენობის დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, საცხოვრებელი შენობის დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თევდორე მღვდლის N14-ში, მირცხულავას N12-ში, წერეთლის გამზირის N99-ში, ასევე, ევდოშვილის ქუჩის N2/10-სა და დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-15 კორპუსებში დაზიანებული ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია ჩატარდა.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე, წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. სამუშაოები, ჯამში, 3 400 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. აღნიშნული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 985 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები