თბილისში, ბაგრატიონის N69-71-73-ში მდებარე კორპუსის ამორტიზებულ სახურავს რეაბილიტაცია უტარდება
დიდუბის რაიონში, ბაგრატიონის ქუჩის N69-71-73-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ამორტიზებულ სახურავსა და წყალსაწრეტ მილებს რეაბილიტაცია უტარდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 510 კვ. მ ფართობზე დაზიანებული თუნუქი იცვლება, ასევე, მონტაჟდება წყალსაწრეტი მილები. პროექტის ღირებულება 26 778 ლარს შეადგენს.
სამუშაოების განხორციელების შედეგად, კორპუსში მცხოვრებ 36 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.
დაზიანებული სახურავები უკვე შეიცვალა ფოთის ქუჩის N1-სა და მეტრეველის ქუჩის N22-ში.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.