თბილისში, ჭიათურის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
საბურთალოს რაიონში, ჭიათურის ქუჩაზე, ბზვანელის და ნასიძის ქუჩების ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე 400 გრძივ მეტრ ფართობზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ჯამში, 3 150 კვ. მ ფართობი მოწესრიგდება.
ამჟამად, ბზვანელის ქუჩის ნაწილზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 265 000 ლარი გამოიყო.