ბოტანიკურ ბაღში იასამანის ყვავილობის დღეები იმართება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთი 75-მდე ჯიშის 700-მდე იასამნის ეგზემპლარს ითვლის, რომელიც საქართველოში იასამნების ყველაზე მასშტაბურ კოლექციას წარმოადგენს.
საკოლექციო ნაკვეთს საფუძველი 1970 წელს ჩაეყარა, ხოლო მისი რეაბილიტაცია 2019 წელს განხორციელდა.
ღონისძიება დამთვალიერებლებს 23, 24 და 25 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე მასპინძლობს.