ჩუღურეთის რაიონში, ბაგრატიონის N46-ში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო
ჩუღურეთის რაიონში, ბაგრატიონის N46-ში 60 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო.
მიმდინარე პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ვოლსკისთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნული სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 35 000 ლარია.
მსგავსი სამუშაოები რაიონში 9 მისამართზე უკვე დასრულდა.