ეკატერინე ტიკარაძე: ორშაბათიდან კოვიდდაწესებულებებში 6 500 საწოლი გვექნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორშაბათიდან კოვიდდაწესებულებებში 6 500 საწოლი იქნება.

რაც შეეხება ტესტირებას ზ მინისტრის თქმით, გამოიყენება როგორც პისიარ, ასევე, სწრაფი ტესტები და მათი მარაგის მიმართულებითაც არანაირი შეფერხება არ არის.

„საწოლებს რაც შეეხება, ორი დღის წინ გამოიცა დამატებით ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს ათასი საწოლის დამატებას, აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან ჩვენ გვექნება 6 500 საწოლი. დღეის მდგომარეობით, მკურნალობას გადის 3 600-მდე პაციენტი, მობილიზებულია 5 500 საწოლი, აქედან გამომდინარე, საწოლების დეფიციტი არ არის.

27-ში ჩვენ კორეიდან ველოდებით დამატებით ტვირთს სწრაფ ტესტებთან მიმართებით, რომელიც ჩამოვა მილიონის ოდენობით, შემდეგი ტვირთი ჩამოვა ცოტა მოგვიანებით, ნახევარი მილიონის ოდენობით, დღეს ქვეყანაში კიდევ არის 40 ათასი პისიარ ტესტი, რომელიც არის საკმარისი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები