გაბრიელ სალოსის გამზირზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.

გაბრიელ სალოსის გამზირის N145-ის, N147-ის, N149-ისა და N151-ის მიმდებარედ, 1250კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი მოედანი, სკამები, ურნები და ფანჩატური მოეწყო. ტერიტორია გამწვანდა და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, ახალი ლედ განათება დამონტაჟდა.

პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 286 763 ლარით ფინანსდება.

დასრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები