სამგორის რაიონში, 16 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე 16 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაციას ახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოებისთვის, ჯამში, სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 475 693 ლარია გამოყოფილი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, რვა მისამართზე ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან 219 800 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები