ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ოპოზიციის ნაწილს კვლავ ყველანაირი ძალით სურს, ეს შეთანხმება ჩაიშალოს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შეთანხმებაზე ხელის მოწერისთანავე ოპოზიციის ნაწილმა ათასგვარი სპეკულაცია დაიწყო.

„ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ოპოზიციის ნაწილს კვლავ ყველანაირი ძალით სურს, ეს შეთანხმება ჩაიშალოს, პროცესს ჩრდილი მიადგეს, ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობა შეიქმნას და გაღრმავდეს. მელანი შემშრალი არ იყო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – შარლ მიშელი საქართველოდან გაფრენილი არ იყო, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების გარშემო ათასგვარი სპეკულაცია დაიწყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები