ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფოს წინაშე ძირგამომთხრელი საქმიანობა არ უნდა აწარმოო, ჩემთვის ეს არის სწორი დამოკიდებულება

“სახელმწიფოს წინაშე ძირგამომთხრელი საქმიანობა არ უნდა აწარმოო, ჩემთვის ეს არის სწორი დამოკიდებულება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ მათი მანდატები უკვე აღიარებულია. აქედან გამომდინარე, ეს ის კოლიზიაა, რაზეც შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტება გააკეთოს და გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს, რას იტყვის, უნდა დაველოდოთ. კითხვა იმის თაობაზე, რამდენად სწორია, პარლამენტმა უფლებამოსილება რომ არ შეუწყვიტათ, გეტყვით, რომ ამომრჩევლის მიერ მოცემული ხმებით სახელმწიფოს წინაშე ძირგამომთხრელი საქმიანობა არ უნდა აწარმოო, ჩემთვის ეს არის სწორი დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქმის – „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყება.

დავის საგანია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის“, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები