მეორე მსოფლიო ომის იშვიათი, ფერადი ფოტოები
მეორე მსოფლიო ომი უამრავ ფოტოზეა აღბეჭდილი, თუმცა ფერადი მათ შორის ძალიან ცოტაა. ეს იშვიათი ფოტოები, რომლებიც ახლა უნდა შემოგთავაზოთ, წარმოდგენილია Imperial War Museum-ის წიგნში სახელად „ფერადი მეორე მსოფლიო ომი“.
1941-1945 წლებში ფერადი გამოსახულება ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენდა და ომის ამსახველი ფოტოების უმეტესობაც ამიტომ იყო შავ-თეთრი ფერის. აღსანიშნავია, რომ ქვემოთ მოცემული ფოტოებიდან არცერთი არ არის რედაქტირებული და გაფერადებული. ისინი ზუსტად ისეთ სურათს გვიჩვენებენ, როგორსაც მაშინ ადამიანები საკუთარი თვალით ხედავდნენ.
მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტია კაცობრიობის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.
მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80 %). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე.