ბულგარეთის ვიცეპრემიერი: შეთანხმების ამოქმედება გზას გაუხსნის რეფორმების გაგრძელებას, ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ ასოციაციას
“მტკიცედ ვუჭერთ მხარს პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოში”, – ამის შესახებ ბულგარეთის ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზაჰარიევამ “ტვიტერზე” დაწერა.
„ამ შეთანხმების ამოქმედება გზას გაუხსნის რეფორმების გაგრძელებას, ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას“, – წერს ზაჰარიევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პოლიტიკური პარტიების ნაწილმა 19 აპრილს მოაწერა ხელი.